საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
ხვიჩა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელობას, რაც AreaNapoli-ს ცნობით, ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო.
"ეს "ნაპოლიში“ "კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“, - წერს გამოცემა.

"მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა, აქ საოცარი დრო გავატარე. ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. "ნაპოლი" ჩემთვის სახლი იყო. ის გზა რაც ერთად გავიარეთ ამ წამს თავში მიტრიალებს და ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება. თქვენი გიჟური შეძახილები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი.

ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. ამ სტადიონზე დღე, როგორც "ნაპოლის" ფეხბურთელმა ბოლოჯერ შემოვაბიჯე, წასვლამდე ძალიან მინდოდა, ეს ადგილი თითოეული შეძახილი ფანების, მოგონებად გადაიქცა.

აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილთაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი: ნიცა, რომელიც მუდამ ჩემთანაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს".
წაიკითხეთ ასევე: