ავტორი:

"3-წლიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა" - ბრიუს უილისი, რომელიც დემენციას ებრძვის, სტიქიის ადგილას ნახეს: მან მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა

"3-წლიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა" - ბრიუს უილისი, რომელიც დემენციას ებრძვის, სტიქიის ადგილას ნახეს: მან მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა

ბრიუს უილისი სამი წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში და მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს, რომლებიც ლოს ანჯელესში ხანძარს ებრძოდნენ.

  • 69 წლის ბრიუს უილისი, რომელმაც კარიერა რამდენიმე წლის წინ პროგრესული დემენციის გამო დაასრულა, სამი წლის განმავლობაში პირველად იხილეს გულშემატკივრებმა.

მსახიობი სახლიდან გამოვიდა და მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს, რომლებიც ლოს-ანჯელესში ხანძარს ებრძოდნენ. ვიდეო ინსტაგრამზე* მსახიობის მეუღლემ ემა ჰემინგმა გამოაქვეყნა.

"როდესაც მეხანძრე დაინახა, ბრიუსმა ხელი ჩამოართვა მას და უთხრა "მადლობა თქვენი სამსახურისთვის" - დაწერა ჰამინგმა.

ბრიუს უილისი წლებია იძულებული გახდა, დაეტოვებინა კინოინდუსტრია მას შემდეგ, რაც ფრონტტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღარ ახსოვს საკუთარი ფილმების სცენარები. ახლა მას უჭირს საყვარელი ადამიანების გახსენება – მაგალითად, იყო მომენტი, როცა ყოფილი მეუღლე დემი მური ვერ იცნო, რომელიც რამდენიმე თვე არ ენახა.

მსახიობს მეუღლე ემა ჰემინგი უვლის, ასევე დემი მური და მათი საერთო ქალიშვილები, რომლებიც ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს მამასთან ერთად სოციალურ ქსელებში.

წაიკითხეთ ასევე: