ავტორი:

"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას" - რას წერს გიორგი ახობაძის და

"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას" - რას წერს გიორგი ახობაძის და

"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას", - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული გიორგი ახობაძის და, მანანა ახობაძე სოციალურ ქსელში წერს.

"გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა", - აღნიშნავს მანანა ახობაძე.

გიორგი ახობაძე 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დააკავეს. 14 იანვარს გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა.

  • აღსანიშნავია, რომ ახობაძემ 10 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში. მას მოსამართლემ მაშინ პატიმრობა შეუფარდა.