უძრავი ქონების ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია და გარე გამღიზიანებლებზე ძალიან იოლად რეაგირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ამ გამღიზიანებლებს შორის სწორედ პოლიტიკური ფაქტორია - ამის შესახებ "პალიტრანიუსისა“ და რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ "რე/მაქს რეალთი პარკის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც არ უნდა სურვილი გვქონდეს, რომ გავემიჯნოთ პოლიტიკას და არ გვქონდეს არანაირი შეხების წერტილი, სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სექტორზე მაინც ნეგატიურად აისახება.
"ზოგადად, 2024 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთი, რომ ქვეყანა იმყოფებოდა წინასაარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნაც საკმაოდ თავშეკავებული იყო. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა მაინც დააფიქსირეს ფასის წლიური 7%-იანი ზრდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის თვითღირებულებების გაძვირებით. გააგრძელეთ კითხვა