მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში შვილის, ანდრო ანთელიძის მორიგ წარმატებაზე წერს და მასთან ერთად ფოტოებსაც აქვეყნებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მანამდე ანდრო „ფიბას“ ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული მწვრთნელის სტატუსი მოიპოვა და ასევე დაიკავა საქართველოს 18/20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელის პოზიცია.
"ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევრო ლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ,"- წერს თიკა ფაცაცია.
ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა, რომელზეც მომღერალმა 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. ასევე არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე ფაცაციას.
ცნობილია, რომ წყვილის სასიყვარულო ისტორია წლების წინ დაიწყო. მაშინ თიკა მოდელი იყო. დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ პირადად გაიცნო. წყვილის ქორწინება 24 წელს ითვლის და სამი საერთო ვაჟი ჰყავთ.