"გახარია საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „ბათუმი შერატონის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ის მტკიცებულებები, რომელიც პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ასახავდა.
აღნიშნულს ნათია მეზვრიშვილის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ურთავს, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იატაკს წმენდს.
მეზვრიშვილის განმარტებით, ინფორმაცია სასტუმროს სათავო ოფისსაც აცნობეს.
"სასტუმრო "შერატონ ბათუმის" თანამშრომლებმა გაანადგურეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ ექსპერტიზის მტკიცებულებები და ახლა, თითქოს ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს!“ - წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“.