UFC 311-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა. ბრძოლა პირველი ორი რაუნდის განმავლობაში საკმაოდ თანაბარი და ახლო იყო, თუმცა მესამე რაუნდიდან მერაბმა უკვე უპირატესობა მოიპოვა და მაშინ, როცა უმარს უკვე დაღლა ეტყობოდა, დვალიშვილი შეტევაზე გადავიდა. მას არც შოუს ელემენტები დავიწყებია, რასაც გულშემატკივარი მერაბისგან უკვე მიეჩვია.
"წარმოიდგინეთ, ეს გაუკეთა მერაბმა უმარს, თან მეხუთე რაუნდში. წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა"

Merab really did this against Umar Nurmagomedov in the 5th round

pic.twitter.com/V3zKVxNh3X
— 🌴ᴛʜᴇᴀʀᴛᴏꜰᴡᴀʀ🌴 (@TheArtOfWar6) January 19, 2025

"ნურმაგომედოვთან ასეთი დამაჯერებელი მოგება. რასთან გვაქვს საქმე?"
"ეს სიგიჟე იყო - მერაბი დასცინის უმარს, რადგან ნურმაგომედოვი ვერ ახერხებს მის წაქცევას"
"მერაბი ნამდვილი ცხოველია".
"ასე დაუსრულა დვალიშვილმა უმარს დაუმარცხებელი სერია", - წერენ კომენტარებში.