ავტორი:

"ჩვენმა რწმუნებულებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს - ორმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე განაცხადა" - ლევან იოსელიანი

"ჩვენმა რწმუნებულებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს - ორმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე განაცხადა" - ლევან იოსელიანი

გასული ღამის განმავლობაში და დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაცის სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.