ავტორი:

"გავიგე, "ფლეშკებით" გავქცეულვარ საქართველოდან... სიმართლე კი იმაშია, რომ" - რას წერს რატი ბრეგაძე

"გავიგე, "ფლეშკებით" გავქცეულვარ საქართველოდან... სიმართლე კი იმაშია, რომ" - რას წერს რატი ბრეგაძე

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმაურება მედიაში გახმაურებულ ინფორმაციას, რომ ის და მისი ოჯახი ამერიკაში წავიდნენ. ექსმინისტრი წერს:

"გავიგე, “ფლეშკებით” გავქცეულვარ საქართველოდან. ტყუილია და სიმართლე კი იმაშია, რომ ბაინდერებით მაქვს წაღებული ინფორმაცია. ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ კი ვიღაც-ვიღაცებს დაუძველდა მეთოდები. გულმხურვალე მოკითხვა და გამოდი, გიცანი" - წერს ბრეგაძე.