ავტორი:

"ღმერთმა დაგვიფაროს ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს!.. მამუკ, არ გაგაშავებინებ ანდროს!" - ანდრო ჭიჭინაძის დედის პასუხი მდინარაძეს

"ღმერთმა დაგვიფაროს ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში!  ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს!.. მამუკ, არ გაგაშავებინებ ანდროს!" - ანდრო ჭიჭინაძის დედის პასუხი მდინარაძეს

აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე გამოეხმაურა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელშიც თავდებში ჩადგომაზე ილაპარაკა. "შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, "ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“, - თქვა მდინარაძემ.

ამის საპასუხოდ ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსახიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო... მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას (ელენე ხოშტარიას) დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა, მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“- წერს ლიკა გუნცაძე.

მისივე თქმით:

"მე არ ვიცი ესენი ვის ჩაუდგნენ თავდებში ერთი ვიცი, ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს! რომელ ბრალს?! რაც არ ჩაუდენია?! გეყოს, მამუკ, არ გაგაშავებინებ ანდროს! ვერ მომერევით! ჯობია იმაზე ილაპარაკეთ კურსი რუსეთისკენ რომ გიჭირავთ! კინო შენი ძლიერი მხარე არაა! სოლიკო ვირსალაძეც აგენტი გგონიათ თქვენ! მეცინება მართლა! ყელში გაგეჩხირეთ და მაგ ძვალს ჩაგაყლაპებთ!"

ის ასევე გამოეხმაურა შალვა რამიშვილის გავრცელებულ პოსტს.

  • ლიკა გუნცაძე წერს, რომ მისი შვილს "გაშავების კამპანიას" უგორებენ.

საუბარია ერთ-ერთ ფილმზე, რომელშიც ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობს და რომელზეც რამიშვილი ამტკიცებს, რომ პუტინის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

"ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას, შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები.... ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება ანტიპუტინისტი აქტივისტი, რომელსაც დევნიდნენ, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი!

შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. შალიკომ ფილმის გადაღების თარიღი 2023 გადაიღესო რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში უკრაინის ომის მერე რუსები რასაც სთავაზობდნენ არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ რაზეც რა თქმა უნდა ანდრო უარს ამბობდა!

აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ ნუ ცდილობ! და კიდევ დამყვება სუს-ის მანქანა ყველგან ხომ და არ მეშინია არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენს წინააღმდეგ სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაჰყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!" - წერს ლიკა გუნცაძე.