დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სულ ცოტა დრო რჩება. აშშ-ს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში ღვთისმსახურებას დაესწრო
მათთან ერთად იმყოფებოდნენ მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და მისი მეუღლე უშა, ასევე რუპერტ მერდოკი, მარკ ცუკერბერგ , ტიმ კუკი, ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რობერტ ფ. კენედი უმცროსი, მარკო რუბიო, ტულსი გაბარდი და არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი.
საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, დონალდი და მელანია გაემგზავრებიან თეთრ სახლში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ჯილ ბაიდენთან შესახვედრად. ბოლოს კი კაპიტოლიუმში, სადაც პრეზიდენტი ფიცს დადებს. ცივი ამინდის გამო არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით გაიმართება.
ტრამპის ფიცის დადების შემდეგ, ბაიდენები Marine One-ში და გაემგზავრებიან, სადაც ბაიდენი გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს. შემდეგ წყვილი ოჯახთან ერთად კალიფორნიაში გაემგზავრება.
ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია.