ავტორი:

აშშ-ის პოლიტიკური ელიტა, ექსპრეზიდენტები და სხვა ცნობილი ადამიანები - დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი (ფოტოები)

აშშ-ის პოლიტიკური ელიტა, ექსპრეზიდენტები და სხვა ცნობილი ადამიანები - დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი (ფოტოები)

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობის გამო ფიცი კაპიტოლიუმის შენობაში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო.

მანამდე ფიცი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დადო.

  • ინაუგურაციას ესწრება აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი. ისინი სათითაოდ შევიდნენ კაპიტოლიუმში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამასთან, მიშელ ობამა ერთადერთი ყოფილი პირველი ლედია, რომელიც არ ესწრება ინაუგურაციას.

უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.