ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ ესწრებოდა,
ტრამპის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში, ასევე ლორა ბუში და ჰილარი კლინტონი.
წარსული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიაზე ბარაკ ობამამ და დონალდ ტრამპმა ერთმანეთთან მეგობრულად ისაუბრეს.
ჯერ კიდევ ჯიმი კარტერის დაკრძალვის შემდეგ, მედიაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ გაუჩნდა ბზარი ობამების მრავალწლიან ქორწინებას. რამდენიმე დღის წინ, განქორწინების ხმების ფონზე, ბარაკ ობამამ მიშელ ობამას 61 წლის იუბილე თბილი პოსტით მიულოცა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა მიშელ ობამას მიმართ. ყოფილმა პრეზიდენტმა „X“-ზე (ყოფილი Twitter) გააზიარა მათი ერთობლივი სურათი, სადაც წყვილი ხელჩაკიდებული ზის მაგიდასთან. ობამამ დაწერა:
"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო, მიშელ. შენ ავსებ ყველა ოთახს სითბოთი, სიბრძნით, იუმორით და ელეგანტურობით — და ეს ყველაფერი შენ საოცრად გიხდება. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ყველა თავგადასავალს შენთან ერთად ვხვდები. მიყვარხარ!“ - წერს ბარაკ ობამა.
ნახეთ ასევე: