"ვიმედოვნებ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და ევროპაში "დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ თავის ამბიციურ მიზნებს მიაღწევს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, მდინარაძემ გამოაქვეყნა "პოსტი“ "ფეისბუქზეც“, სადაც წერს“
"რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, - წერს მდინარაძე.