ინდოეთში ექვსი წლის გოგონას დედამ, რომელსაც პირობითად არჩანას ვუწოდებთ, მისი შვილის სხეულზე უჩვეულო ცვლილებები შენიშნა, რამაც ქალი ძალიან შეაშინა.
"ძალიან შემეშინდა, როცა ეს ასე მცირე ასაკში მოხდა. თავიდან ის უმნიშვნელო საკითხებზე რაღაცებზე ბრაზდებოდა“ - იხსენებს დედა.
არჩანა ოჯახთან ერთად დასავლეთ ინდოეთის სოფელში, სატარას რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობს, რომელიც ფერმის ტერიტორიაზეა აშენებული. ოჯახში მასთან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე, ვაჟი და უფროსი შვილი - გოგონა.
როდესაც დედამ შეამჩნია, რომ მისი შვილი ასაკთან შედარებით უფრო მოზრდილად გამოიყურებოდა, გადაწყვიტა ექიმთან მიეყვანა.
მეორე დედის ისტორია
პარალელურად დელიში მცხოვრები ქალი, რაში ასევე ხედავდა ცვლილებებს თავისი ექვსი წლის შვილის სხეულში, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ნორმალურად მიიჩნევდა. რაში ფიქრობდა, რომ მისი შვილი, რომელიც 40 კგ-ს იწონიდა, უბრალოდ „ჯანმრთელი ბავშვი“ იყო.
ერთ დღეს კი გოგონამ მოულოდნელად სისხლდენაზე დაიწყო ჩივილი. ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონას მენსტრუაცია დაეწყო. "ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამ ფაქტის მიღება. ჩემი შვილი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა" — ამბობს რაში.
მკურნალობის დასაწყისი
არჩანას ადგილობრივმა ექიმმა ურჩია, შვილი გინეკოლოგთან მიეყვანა.
"როდესაც არჩანამ თავისი შვილი ჩვენთან მოიყვანა, გასინჯვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მას უკვე ყველა სიმპტომი ჰქონდა, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას ახასიათებს. მისი სხეულის აგებულება 14-15 წლის მოზარდისას ჰგავდა და მენსტრუაცია ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დასწყებოდა,“ - აღნიშნავს დოქტორი სუშილ გარუდი, რომელიც პუნეს "დედების" კლინიკაში მუშაობს.
ექიმის თქმით, გოგონას ჰორმონების დონე მისი ასაკისთვის ნორმაზე ბევრად მაღალი იყო, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას.
"არჩანამ მითხრა, რომ მათ სახლში ინახება ორი 5-კილოგრამიანი პესტიციდის კონტეინერი, რომელთა გვერდით მისი შვილი მუდმივად თამაშობდა. ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს გოგონას ჰორმონალური ცვლილებების" — განმარტავს ექიმი.
რა იწვევს ადრეულ სქესობრივ მომწიფებას?
ექიმების თქმით, ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, და ზუსტი მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. პოტენციური მიზეზები შეიძლება იყოს:
საკვებში გამოყენებული პესტიციდები და კონსერვანტები, გარემოს დაბინძურება, ჭარბწონიანობა.
დოქტორი ვაიშახი რუშტეგი, პედიატრი და მოზარდთა ენდოკრინოლოგი, რომელიც ჰორმონალურ დარღვევებზეა სპეციალიზებული, აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში გოგონებში ცვლილებები მნიშვნელოვნად გახშირდა.
"ადრე, გოგონებში მენსტრუაცია სხეულის ფიზიკური ცვლილებების დაწყებიდან დაახლოებით ერთიდან-სამ წლამდე პერიოდში იწყებოდა. ახლა კი მენსტრუაცია იწყება ფიზიკური ცვლილებების დაწყებიდან 3-4 თვეში" - ამბობს ექიმი.
კვლევები და სტატისტიკა
ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს (ICMR) ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების მეცნიერი დოქტორი სუჩიტრა სურვე აცხადებს, რომ ბოლო წლებში ადრეული სქესობრივი მომწიფების შემთხვევები გოგონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2020 წელს მუმბაიში Bai Jerbai Wadia-ის კლინიკისა და ICMR-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში 6-დან 9 წლამდე გოგონები მონაწილეობდნენ, რომელთაც სქესობრივი მომწიფების ნიშნები აღენიშნებოდათ.
"60 გოგონას, რომელთა ასაკი 6-დან 9 წლამდე იყო, ადრეული სქესობრივი მომწიფება დაუფიქსირდა, ხოლო ზოგიერთ მათგანს მენსტრუაცია ნებისმიერ დროს შეეძლო დამწყებოდა" - აღნიშნავს დოქტორი სუდჰა რაუ.
მთავარი ფაქტორები
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ადრეულ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტორებია:
ჭარბი წონა, პანდემიის დროს გაზრდილი მჯდომარე ცხოვრების წესი, ეკრანებთან (მობილური ტელეფონები, ტელევიზორები) ხანგრძლივი დროის გატარება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2022 წელს 5-დან 19 წლამდე ასაკის 390 მილიონზე მეტი ბავშვი ჭარბწონიანი იყო, მათგან 160 მილიონი კი - მძიმედ ჭარბწონიანი.
მობილური ტელეფონების, ტელევიზორების და სხვა ეკრანის მოწყობილობების გადაჭარბებული გამოყენება, ისევე როგორც ფიზიკური ვარჯიშის ნაკლებობა, პოტენციურ რისკ ფაქტორად ითვლება.
ვაიშახი რუსტეგი ამბობს, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მის კლინიკაში ყოველდღიურად აღირიცხება პატარა გოგონების მენსტრუაციის ხუთ-ექვს შემთხვევას.
"მე ასევე ვიცი შემთხვევები, როდესაც დედები ამბობენ, რომ აპრილში შეამჩნიეს ცვლილებები, მაგრამ გოგონებში მენსტრუაცია ივნის-ივლისში დაიწყო. ახლა მსგავსი შემთხვევები [ადრეული სქესობრივი მომწიფების] გვხვდება ბიჭებშიც“, - ამბობს ის.
ეკრანის წინ გატარებული დრო ასევე ირიბად მოქმედებს ნაადრევ პუბერტატზე, თქვა მან.
ექიმები ამბობენ, რომ ახლანდელ ასაკში გოგონები არ არიან საკმარისად მოწიფულნი. ორივე ექიმი ამბობს, რომ გოგონებს, რომლებიც ადრე იწყებენ პუბერტატს, ფსიქოსოციალური პრობლემები აქვთ.
დახმარების გზები
არჩანასა და რაშის შვილები მკურნალობის კურსს გადიან, რომელიც მიზნად ისახავს მენსტრუაციის პროცესის გადავადებას მინიმუმ 10-11 წლამდე.ექიმები იმედოვნებენ, რომ დროული ჩარევით შესაძლებელი იქნება ბავშვების ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნება.