ავტორი:

FSB-ს სანატორიუმიდან გაუჩინარებული რუსი სპორტსმენი შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს - "მშობლები მზად არიან, მეტი ინფორმაციისთვის 5 მილიონ რუბლამდე გადაიხადონ"

FSB-ს სანატორიუმიდან გაუჩინარებული რუსი სპორტსმენი შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს - "მშობლები მზად არიან, მეტი ინფორმაციისთვის 5 მილიონ რუბლამდე გადაიხადონ"

თითქმის ერთი წლის წინ გაუჩინარებული სპორტსმენი ანა ცომარტოვა შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. მისმა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია, რომ გოგონამ სპეციალურ ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვა, რათა რუსეთის დაეტოვებინა. ახლობლებს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ამისთვის მათ თანხის გადახდას სთხოვენ.

რუსული მედია წერს, რომ ანას მეგობრებმა იპოვეს დახურული ონლაინ ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, მსურველებს რუსეთის დატოვებაში ეხმარება. ცომარტოვას ახლობლებმა ადმინისტრატორებს დაკარგული ქალის შესახებ ჰკითხეს და მალევე მიიღეს პასუხი.

  • მათი თქმით, ანა თავად დაუკავშირდათ და დახმარება სთხოვა. გოგონა ამტკიცებდა, რომ მას რუსეთში დევნიდნენ. ადმინისტრატორების თქმით, ის ამჟამად საქართველოშია, მაგრამ ისინი მხოლოდ ფულის სანაცვლოდ მიაწოდებენ ოჯახს დეტალურ ინფორმაციას.

ანას მშობლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მეტი ინფორმაციის გასაგებად 5 მილიონ რუბლამდე გადაიხადონ, მაგრამ ეშინიათ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდნენ. სპორტსმენის მამის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ მისმა ქალიშვილმა თავად ითხოვა დახმარება რუსეთის დასატოვებლად.

  • "ჩვენ მართლაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაკარგულად მიჩნეული ადამიანები ჩვენი დახმარებით ტოვებენ ქვეყანას. უმეტესად მათთან კონტაქტს ვინარჩუნებთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პირადი უსაფრთხოების მიზნით ახალ ცხოვრებად იწყებს და კონტაქტზე აღარ გამოდის" - განაცხადა ორგანიზაციის კოორდინატორმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ანა ცომარტოვა 2024 წლის თებერვლიდან იძებნება. გოგონა გაუჩინარებამდე სწავლობდა როსტოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუტში. ის პროფესიონალი მოკრივე გახლდათ.

გაუჩინარების დღეს ანა დაღესტანში ტურნირზე იმყოფებოდა, სადაც პირველი პროფესიული მარცხი განიცადა. მომხდარის შემდეგ სასეირნოდ წავიდა კასპიის ზღვის სანაპიროზე და აღარ დაბრუნებულა. ზოგიერთი მოწმის თქმით, დაინახეს სპორტსმენი, რომელიც წყალში წელის სიღრმემდე შევიდა, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ის გზატკეცილზე მოგზაურობისას წავიდა. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ მუხლით აღიძრა.

წაიკითხეთ ასევე: