მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და ჟურნალისტი ლორენ სანჩესი 2018 წლიდან განუყრელები არიან. წყვილი მდიდრულ წვეულებებსა და ღონისძიებებზე დასწრებისას ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში და მათი უხერხული კადრებიც არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში.
სანჩესი ბოლოს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გამოჩნდა - მილიარდერის ცოლის ჩაცმულობა აქაც დაიწუნეს, საზოგადოება აღნიშნავდა, რომ სანჩესის სტილი ოფიციალურ ღონისძიებას არ შეეფერებოდა და ის საკმაოდ ვულგარულად გამოიყურებოდა.
ბეზოსის გაცნობამდე სანჩესი ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. დღეს კი მისი მეგობრების სიაში კიმ კარდაშიანს, კრის ჯენერს და ოპრა უინფრის შეხვდებით.
აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა საყვარელ ქალს 500 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა აჩუქა. ლორენის მფლობელობაშია ასევე ორი კომერციული თვითმფრინავი - იგი 2011 წლიდან კვალიფიციური პილოტია. ბეზოსისგან მან ვარდისფერი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც მიიღო, რომლის ღირებულებაც 1,9 მილიონი დოლარია. წყვილი ბევერლი ჰილზში, 165 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც ბეზოსმა მეუღლისთვის 2020 წელს შეიძინა.