პოპ-ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა სოციალურ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ცოლს, ჰეილი ბიბერს "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა. მოგვიანებით, ჯასტინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია და რეალურად "ინსტაგრამის ანგარიში ჰაკერებმა "გატეხეს".
"რატომ უნდა გამოიყენოს ვინმემ ჯასტინის ანგარიში ჰეილის გამოწერის გასაუქმებლად? ეს ძალიან უცნაურია“;
"ჯასტინს აშკარად უყვარს ჰეილი, ეს მხოლოდ ტექნიკური დრამაა" - ვკითხულობთ კომენტარებში.
ჯასტინი და ჰეილი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ - ისინი ერთმანეთს ჰეილის მამამ, სტივენ ბოლდუინმა ჯასტინის დოკუმენტური ფილმის, Never Say Never-ის პრემიერაზე გააცნო.
2018 წლის შემდეგ კი ისინი ერთად არიან.