ტურისტი ქალი ტაილანდელ ბუდისტ ბერს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.38 წლის ქალმა განაცხადა, რომ ღამით ბერი შევიდა მის საძინებელ ოთახში და სექსუალურად იძალადა. დაზარალებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ეშინოდა, რომ ბერს შეიძლება იარაღი ჰქონოდა.
Be One Foundation-ის ხელმძღვანელი, ჩალიდა პალამატი ამბობს, რომ ვიჩაის Facebook ანგარიშზე იძებნება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდება და ხალხს მედიტაციაში მონაწილეობისთვის იწვევს. ჩალიდა ამბობს, რომ მონასტერი შესაძლოა. ქალებს იტყუებდეს სხვადასხვა მაქინაციებით.
პოლიციამ ასევე გასცა ბრძანება მედიტაციის ცენტრის დახურვის შესახებ, რაც კრძალავს მის მიერ შემდგომში რელიგიური სწავლებების გავრცელებას.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.