ავტორი:

ვინ იყო ქალი წითლებში ტრამპის ინაუგურაციაზე? - "ბევის" გზა ნარკოდამოკიდებულებიდან კაპიტოლიუმამდე

ვინ იყო ქალი წითლებში ტრამპის ინაუგურაციაზე? - "ბევის" გზა ნარკოდამოკიდებულებიდან კაპიტოლიუმამდე

2025 წლის პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის ეპიცენტრში - დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ავანსცენაზე წითელ ზედაში გამოწყობილი პატარა, საყვარელი ქალი გამოჩნდა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება მალევე მიიპყრო.

ის არც პოლიტიკოსია, არც მილიარდერი!

ბევერლი "ბევი" კეროლ აიკინსი, ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ (ჯეი დი) ვენსის დედაა. ბევერლისთვის ამ ისტორიულ ადგილას დგომა ცხოვრების წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მომენტი და დიდი სიამაყის მიზეზი უნდა ყოფილიყო.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ქალი კი კარგა ხნის განმავლობაში ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.

ბევერლი მედდად მუშაობდა და ნარკოტიკულ მედიკამენტებზე ხელი მიუწვდებოდა... მოგვიანებით კი ჰეროინის მოხმარება დაიწყო, შესაბამისად, სამსახური და ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა, შვილებზე ზრუნვა აღარ შეეძლო.

2016 წელს ჯეი დი ვანსმა გამოაქვეყნა თავისი ბესტსელერი "ჰილბილის ელეგია", რომელშიც აღმოსავლეთ ოჰაიოს ღარიბ ინდუსტრიულ ქალაქში საკუთარ ბავშვობას აღწერს და ამერიკის თეთრკანიან მუშათა კლასის ბრძოლას ასახავს. წიგნში, რომლის გამოცემისას ვენსი 31 წლის იყო, იგი აღწერს თავის ბავშვობასა და ახალგაზრდობას ოჰაიოს შორეულ კუთხეში, ჰყვება დედაზე, რომელიც ნარკომანი იყო და მუდმივად იცვლიდა პარტნიორებს. ბიჭს ძირითადად ბებია ზრდიდა.

ბიოგრაფიულ წიგნში ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აღწერს ერთ ამბავს, თუ როგორი სიჩქარით მიაქროლებდა ერთხელ დედამისი მანქანას და ორივეს მოკვლით იმუქრებოდა. ინციდენტის შემდეგ ბევერლი დააკავეს და ვენსი ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.

თავად ვენსი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მიაღწევდა ასეთ სიმაღლეებს.

"ყველას, ვინც სიღარიბით არის გარშემორტყმული და იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვებს ერთი მშობელი ჰყავთ, მართლაც ძალიან შეზღუდული არჩევანი აქვთ“, - წერს ის.

ის, რომ ვენსმა შეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა და ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, დიდწილად მისი ბებიისა და სამხედრო სამსახურის დამსახურებაა.

ის საზღვაო სამხედრო დანაყოფში 2003-დან 2007 წლამდე მსახურობდა, ვიდრე ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იელის სამართლის სკოლაში ჩააბარებდა.

”და იყვნენ მასწავლებლები, შორეული ნათესავები და მეგობრები, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემს ბედზე. ამ ადამიანთაგან ერთიც რომ ამოიღო ჩემი ცხოვრების განტოლებიდან, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა", - წერს ის წიგნში.

წლების განმავლობაში, ვენსი ბევრს ლაპარაკობდა თავის ბებიაზე, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა. ვენსის ბებია დედის მხრიდან, წარმოშობით ჯექსონიდან, "სამხრეთ-აღმოსავლეთ კენტუკის ქვანახშირის რეგიონის გულიდან იყო“, - წერს Politico.

კადრი ფილმიდან

2020 წელს ვენსის წიგნი Netflix-ის ფილმად იქცა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე