ავტორი:

"ავარიებით საქართველოში ყოველწლიურად ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“ - როგორია ავტოავარიების სტატისტიკა?

"ავარიებით საქართველოში ყოველწლიურად ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“ - როგორია ავტოავარიების სტატისტიკა?

"ავარიებით წელიწადში ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა 125 ადამიანი. თუ გადავხედავთ გასული 5 წლის მონაცემებს, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს.

"ავარიების შედეგად წელიწადში ერთი სოფლის რაოდენობის ადამიანი იღუპება. იმ სოფლების მიხედვით, რომელიც საქართველოში არის წინა აღწერების მიხედვით, მცხოვრებთა რაოდენობა საშუალოდ 400-ის ფარგლებშია იყო. არის სოფლები, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს, არის სოფლები, სადაც რამდენიმე პიროვნებაა და 2014 წლის აღწერით, დაახლოებით 123 სოფელში ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობდა. ახალი აღწერით, რა მდგომარეობა იქნება ამას ივნისის შემდეგ გავიგეთ ეტაპობრივად“... წაიკითხეთ ვრცლად