ავტორი:

"ის უნივერსალია..." - რას ამბობს ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ის უნივერსალია..." - რას ამბობს ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჩემპიონთა ლიგა, რომელიც განსხვავებული ფორმატით პირველად ტარდება, ლიგის ფაზის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ბოლო ორ ტურს გარკვეული მოცემულობების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

პირდპაირ საუკეთესო 16-ში გასვლას ვინღა ჩივის, 24 მონაწილეს შორის მოხვედრა ისეთ გუნდებს უჭირთ, როგორებიც "მანჩესტერ სიტი" და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, რომლებიც ამ ეტაპზე, საპლეიოფო ზონის მიღმა არიან. სამწუხაროდ, "კვარა" პლეი-ოფამდე განაცხადში ვერ იქნება. იმედია, პარიზელებს ფინალის გზაზე ვიხილავთ და ხვიჩას ლიგის მოგების შანსი ბოლომდე ექნება.

პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"მიმაჩნია, რომ ის ფეხბურთელია, რომელმაც "ნაპოლიში“ და ნაკრებში თავისი მაღალი კლასი წარმოაჩინა. ჩვენს სათამაშო მოდელში ჩინებულად მოახერხებს ადაპტირებას. ერთი ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარები გააჩნია, ცენტრში შეწევაც შეუძლია და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშიც, რაც სანაკრებო დონეზე დაამტკიცა. უნივერსალია, დაცვასაც კარგად ეხმარება, რადგან ჩვენ 11 ფეხბურთელით ვუტევთ და ვიცავთ თავს. იდეაში, ფურცელზე ფეხბურთზე ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება“.

წაიკითხეთ ასევე: