ავტორი:

ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია იმართება

ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია იმართება

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

  • მათი მთავარი მოთხოვნაა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა შეწყდეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ დევნა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

“მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფ რეჟიმში გამოიძიოს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტები.

შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით”, - აცხადებენ შეკრებილები.