ავტორი:

"მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით" - რას წერს ჯინ შაჰინი

"მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით" - რას წერს ჯინ შაჰინი

მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის პლატფორმაზე წერს.

  • “მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის. შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა შაჰინმა.

თავის განცხადებას შაჰინი თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია).