"აშშ-ს არ შეუძლია კავკასიაში დამცირდეს 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა.
მეორე ნაწილია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიაზრონ რა არის სასწორზე საქართველოში. არა მხოლოდ დემოკრატიაა, რომელიც, კიდევ ერთხელ, ჩვენ მიერ დასაცავია, არამედ რეალურად ძალის ბალანსია რუსეთთან. თუ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში გამარჯვება და რეალურად, ბევრი მხრივ წააგო, არ ვიცით რა შედეგი იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან წააგო. ის აღარ არის ევროპის დიდი სამხედრო ძალა, მან ნატო-ს კონსოლიდაცია მოახდინა, ვერ შეძლო ევროპის საზოგადოებრივ აზრში რაიმე რეალური ომის საწინააღმდეგო სენტიმენტების გაჩენა, როგორც ამას წარსულში ახერხებდა. ასე რომ, ეს ყველაფერი რუსეთის დიდი მარცხია.
თუმცა, მაშინ როდესაც კიევზე 3 დღეში გამარჯვება ვერ შეძლო, რუსეთი რაიმე საფასურის გარეშე კავკასიაში გამარჯვებას შეძლებს, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში მარიონეტი მთავრობა ჰყავს და შეუძლია არჩევნების მანიპულირება, მაშინ ისინი არჩევნების მანიპულირებას მოახდენენ ბევრ სხვა ადგილზეც, რუმინეთში, მოლდოვაში ან სხვაგან. და ისინი გავლენას მოიპოვებენ.
ასე რომ, ეს რეალურად ამერიკის სიძლიერის საკითხია. მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპისა და ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადებები. და თუ ამერიკას სურს, რომ იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ მას არ შეუძლია კავკასიაში დამცირებულ იქნას 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება. ეს სიძლიერეს არ ნიშნავს, ეს სისუსტეს ნიშნავს.