ავტორი:

"პოლიციელს დანა 16-ჯერ დაარტყა... მან სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მიიღო": MMA-ის ჩეჩენი მებრძოლის საქმე: რა დეტალები ხდება ცნობილი

"პოლიციელს დანა 16-ჯერ დაარტყა... მან სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მიიღო": MMA-ის ჩეჩენი მებრძოლის საქმე: რა დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთის მე-2 რაიონული სამხედრო სასამართლო, 2022 წელს მოსკოვში, პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული, ჩეჩენი MMA მებრძოლის ლამბერდ ახიადოვის საქმეს განიხილავს.

როგორც Kavkaz.Realii წერს, საქმე ტერორისტული აქტის კვალიფიკაციით განიხილება, თავად ახიადოვი კი ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაშია ეჭვმიტანილი.

  • საინფორმაციო სააგენტო TASS პროკურორზე დაყრდნობით, საქმის დეტალების შესახებ წერს.

წყაროს ინფორმაციით, ახიადოვმა "ტერაქტის ჩადენისთვის სავარაუდოდ, დიდი ოდენობის თანხა მიიღო".

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მან მიიღო დაახლოებით 4,22 მილიონი რუბლი კრიპტოვალუტაში. ხოლო თურქეთში გახსნილ თავის საბანკო ანგარიშზე 95 ათას აშშ დოლარზე მეტი გადარიცხა.

სავარაუდოდ, სპორტსმენი და მისი ოჯახი თურქეთში ცხოვრობდნენ. თუმცა, სანამ ის რუსეთში დაბრუნდებოდა და რუს პოლიციელზე თავდასხმას განახორციელებდა, "გარეგნობა შეიცვალა".

ახიადოვის წინააღმდეგ საქმე ტერორისტული აქტის, პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენებისა და ტერორისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს. გამომძიებლების თქმით, მან თურქეთში ყოფნის დროს “ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცა.

  • მოსკოვის ადმინისტრაციული საგზაო ინსპექციის 33 წლის თანამშრომელი 2022 წლის 31 დეკემბერს მოსკვორეცკაიას სანაპიროზე, მოკლეს. მაშინ მედიაში წერდნენ, რომ ლამმბერდ ახიადოვმა პოლიციელს სანომრე ნიშნების გადაღების გამო დანა 16-ჯერ დაარტყა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

ლამბერდ ახიადოვი მალევე დააკავეს.

წყარო