ავტორი:

ცნობილი უკრაინელი მომღერალი ირაკლი ფირცხალავას სიმღერის მოსმენის გამო სკანდალში ეხვევა - "პრორუსი ირაკლი პერსონა ნონ გრატად იქცა ევროპაში"

ცნობილი უკრაინელი მომღერალი ირაკლი ფირცხალავას სიმღერის მოსმენის გამო სკანდალში ეხვევა - "პრორუსი ირაკლი პერსონა ნონ გრატად იქცა ევროპაში"

ცნობილი უკრაინელი მომღერალი ანასტასია პრიხოდკო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, ამჯერად რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერლის ირაკლი ფირცხალავას გამო - წერს უკრაინული მედია.

  • ყველაფერი Instagram Stories-ში გამოქვეყნებული მოკლე ვიდეოს გამო დაიწყო. ვიდეოში მომღერალი ავტომობილით მგზავრობს და ირაკლი ფირცხალავას სიმღერას „ვოვა-ჩუმას“ უსმენს.

"თავად ამ ფაქტში უცნაური არაფერი იქნებოდა, თუმცა ირაკლი ფირცხალავა ღია პუტინისტი მომღერალია" - წერს მედია. ის ომამდეც მხარს უჭერდა პუტინის ოკუპაციურ პოლიტიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ირაკლი სტუმრობდა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებს, დონეცკსა და ლუგანსკს, სადაც პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობდა და ადგილობრივ კონკურსებზე მღეროდა. ამის გამო ის უკრაინულ ვებგვერდ „მიროტვორეცის“ ბაზაში აღმოჩნდა.

"მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ირაკლი ფირცხალავამ, რასაკვირველია, მხარი დაუჭირა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს. მისი პრორუსული შეხედულებების გამო ირაკლი პერსონა ნონ გრატად იქცა ევროპულ ქვეყნებში. კერძოდ, ლატვიამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ხოლო მოლდოვაში საზღვრიდან გააბრუნეს. რაც შეეხება მის სამშობლოს, საქართველოშიც ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს მისი პრორუსული პოზიციების გამო - წერს უკრაუინული მედია.

წაიკითხეთ ასევე: