დიანა ღურწკაია თბილისშია. მომღერალი ვიდეოს ანუკი არეშიძის მოდის სახლიდან აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ დიანა ანუკის დიზაინით შექმნილ შავ კაბებს იზომავს. მას თან ახლავს ძმა და შვილი, რომელსაც მოდის სახლის დატოვების შემდეგ ხელში შენაძენი უკავიათ.
<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@diana.gurtskaya/video/7462333340578893074" data-video-id="7462333340578893074" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@diana.gurtskaya" href="https://www.tiktok.com/@diana.gurtskaya?refer=embed">@diana.gurtskaya</a> <p>Люблю ловить чудесные моменты — семейный шоппинг один из них 🛍️✨</p> <a target="_blank" title="♬ original sound - Diana Gurtskaya official" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7462333373961620241?refer=embed">♬ original sound - Diana Gurtskaya official</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>
მისი თქმით, როდესაც პეტრე კუჩერენკომ დიანასთვის ხელის თხოვნა გადაწყვიტა, რობერტს უთხრა, რომ აპირებდა მომავალი მეუღლის „თვალებად“ გამხდარიყო.
”მე ვუთხარი: ”პეტია, იცით, დიანას საკმარისი პრობლემები აქვს. არ მინდა, რომ მისი პრობლემა იყო." მან მიპასუხა: "ნუ გეშინია, მე გავხდები მისი თვალები". "იმ მომენტში ისეთი ემოციები მქონდა... მთელი სამყაროს ჩახუტება მინდოდა", - ამბობს რობერტი.
პეტრეს ოჯახი თბილად შეხვდა დიანას. როდესაც კაცმა დედას უთხრა ვისზე აპირებდა დაქორწინებას, თავიდან ქალი გაოგნებული დარჩა. თუმცა, შვილს არჩევანი მოუწონა.
"ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. დიანას ეს უფლება სხვებზე მეტად აქვს”, - განაცხადა მაშინ მომავალმა სადედამთილომ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პეტრე კუჩერენკო 2023 წელს გარდაიცვალა. ის კუბიდან მივლინებით მოსკოვში ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში ყოფნისას იგრძნო, რომ გული სტკიოდა. პილოტებმა ავარიული დაშვება მოახდინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ექიმებმა კუჩერენკოს რეანიმაცია ვერ შეძლეს.
მოგვიანებით, პეტრეს ოჯახმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურდა მივლინების თავიდან აცილება, მაგრამ ვერ შეძლო. კუჩერენკოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ჰავანაში ფრენის დროს, ამიტომ მან მთელი დრო სასტუმროს ნომერში გაატარა. კაცს სულ რამდენიმე საათი რჩებოდა სახლში გასაფრენად, როცა აორტა გაუსკდა გარდაიცვალა.
წაიკითხეთ ასევე: