ავტორი:

"საგნად აღმიქვამენ... მდიდრების აზრით, შეიძლება ყველა მოკვდეს, მაგრამ..." - რა ხდება მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური ფორუმების დახურულ კარს მიღმა: "ესკორტის ქალი" საიდუმლოს ამხელს

"საგნად აღმიქვამენ...  მდიდრების აზრით, შეიძლება ყველა მოკვდეს, მაგრამ..." - რა ხდება მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური ფორუმების დახურულ კარს მიღმა: "ესკორტის ქალი" საიდუმლოს ამხელს

ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" აქვეყნებს სტატიას, რომელიც ეყრდნობა "ესკორტის ქალის" ნაამბობს იმის შესახებ, თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა მსოფლიოს მაღალი დონის ფორუმებზე, მათ შორის, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და რას ფიქრობენ ლიდერები გლობალურ პრობლემებზე, რაზე საუბრობენ ისინი მაშინ, როცა კამერები გამორთულია.

  • 40 წლის სალომე ნალთუსი არის მწერალი და სექსმუშაკი ბერლინიდან, რომელიც "დეილი მეილის" ცნობით, დავოსში, შვეიცარიაში იმისთვის ჩავიდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დროს კლიენტებს შეხვდეს და მომსახურება გაუწიოს.

  • სალომემ გამოცემას გაუმხილა ის ინფორმაცია, რაც ელიტის შესახებ "მაღალი კლასის სექსმუშაკად" მუშაობისას დააგროვა.

"კლიმატის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველამ იცის, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია", - თქვა მან და დამატებით აღნიშნა, რომ "სუპერ მდიდარი" ადამიანების აზრი ამ საკითხზე ძირითადად ორად იყოფა.

"ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ღარიბებს შეეხება, სხვები კი შიშობენ, რომ შეიძლება, მდგომარეობა გაუარესდეს, მაგრამ რაიმეს გაკეთება აზრი არ აქვს, ამიტომ უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობა უნდა განაგრძონ. ერთი ნახევარი იმედგაცრუებულია, ხოლო მეორე, უფრო სულელი კატეგორია კი სამომავლო მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ზეიმობს. ეს ყველაფერი მხოლოდ დავოსში არ ხდება, რა თქმა უნდა", ,- აღნიშნავს ქალი.

როგორც სალომემ დააზუსტა, ზოგიერთი უმდიდრესი ადამიანი ამბობდა, რომ ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში "შეიძლება, ყველა მოკვდეს, მაგრამ თვითონ კარგად იქნებიან".

  • "ისინი ამბობენ, რომ უნდა იცრუო და ხალხს უთხრა: "ჩვენ არ ვიცოდით და არ გვეგონა, რომ საქმე ასე გაუარესდებოდა". მათ თავი ისე უნდა დაიჭირონ, თითქოს არაფერი იცოდნენ. მეორე ჯგუფი კი ფიქრობს, რომ შეიძლება, სხვაგვარადაც მოხდეს, შესაძლოა, კლიმატის ცვლილება გაუთვლელი ჯაჭვური რეაქციების გამო, ყველა ფენას შეეხოს.

ერთმა თქვა, - "ჩვენ რომ მოვკვდებით, თუნდაც წარღვნა მოხდეს".

  • სალომეს თქმითვე, მსგავს თემებზე ბარში, საუნაში ან სასტუმროში საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჭიქა სასმელს მიიღებენ.

"დროდადრო ამ თემას წამოვწევ ხოლმე და ისინი პასუხობენ, შემდეგ კი შემიძლია, საკუთარი აზრი ჩამოვაყალიბო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ გვიან საღამოს, ადამიანი მოდუნებულია და ბარში უბრალოდ, ვიღაცას ესაუბრება. მხოლოდ საგნად აღმიქვამენ და არ ჰგონიათ, რომ მაშინაც კი ვაზროვნებ, როდესაც მათთან ვარ", - აღნიშნა მან.

  • მისი თქმით, სწორედ ულტრა მდიდარი ადამიანები აყენებენ ყველაზე მეტ ზიანს საზოგადოებას.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ღარიბებისა და ქვედა ფენის მტრები არა მიგრანტები, არამედ - ულტრა მდიდრები არიან", - ამბობს სალომე.

ფილოსოფიისა და გერმანული ლიტერატურის კურსდამთავრებული სექსმუშაკის თქმით, ის არ დადის იმ წვეულებებზე, სადაც ვიღაცის მიერ დაქირავებას დაელოდება.

  • "ეს უფრო ექსკლუზიურია," - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ თავად ირჩევს კლიენტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იგი ღირებულია არა მარტო სილამაზისა და კონფიდენციალურობის, არამედ - ინტელექტის გამოც.

"იმ ადამიანებს, ვისაც ეკონომიკის ფორუმზე ვხვდები, სპეციალურ პირობებს ვუთანხმებ, რის შესახებ საუბარი არ შემიძლია. მე მხოლოდ იმ ადამიანებს ვხვდები, ვინც გარკვეული კრიტერიუმით მომწონს. იქ ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ალბათ, მათ ახლა ძალიან ბევრი ალკოჰოლის მიღება დასჭირდებათ (მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით)."

  • პროსტიტუცია შვეიცარიაში კანონიერია. სექს-მუშაკებმა უნდა გადაიხადონ გადასახადები, დარეგისტრირდნენ და გაიარონ ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმებები. ბიზნესის ეს სექტორი ქვეყანაში აყვავებულია.

დავოსში სექსმუშაკები საქმიან კოსტიუმებში იმოსებიან, რათა ზედმეტად არ გამოირჩეოდნენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ განათლებულია, ასევე, მინიმუმ ორ ენას ფლობენ.

ამის მიზეზია მაღალი კლასის კლიენტურა, რომელსაც ემსახურებიან - ძირითადად, ესენი არიან შეძლებული მამაკაცები ბიზნესიდან და პოლიტიკიდან.

წყარო