სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი, - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
"არსებობს გეგმები, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფიცომ.