ავტორი:

საბერძნეთში, ნაგვის ურნასთან, 2 000 წლის წინანდელი ქანდაკება იპოვეს - რას ამბობენ მეცნიერები?

საბერძნეთში, ნაგვის ურნასთან, 2 000 წლის წინანდელი ქანდაკება იპოვეს - რას ამბობენ მეცნიერები?

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკთან ახლოს, ადგილობრივმა ნაგვის ტომარაში გახვეული მარმარილოს ქალის ქანდაკება იპოვა, რომელიც 2000 წელზე მეტი წლის ძვირფასი არტეფაქტი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

  • მათი თქმით, 80 სმ სიგრძის უთავო ქანდაკება, ნაგვის ურნის გვერდით, ადგილობრივმა საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქთან ახლოს, დასახლება ნეი ეპივატესში, შემთხვევით აღმოაჩინა.

მამაკაცმა ის ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა, რომლებიც არქეოლოგებს დაუკავშირდნენ.

ექსპერტებმა, პირველადი შეფასების შემდეგ, დაადგინეს, რომ არტეფაქტი თარიღდება ელინისტური ეპოქით.

ამჟამად ქანდაკებას არქეოლოგები შეისწავლიან.

წყარო

იხილეთ ასევე: