ავტორი:

რუსეთმა ზაპოროჟიეს დასახლებული უბანი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა - არის მსხვერპლი, დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 2 თვის ჩვილი (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა ზაპოროჟიეს დასახლებული უბანი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა - არის მსხვერპლი, დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 2 თვის ჩვილი (ფოტო/ვიდეო)

გამთენიისას რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

სასიკვდილო დაზიანებები მიიღო 47 წლის მამაკაცმა.

უახლესი მონაცემებით დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 2 თვის ჩვილი, რომლის მდგომარეობა საშუალოდ მძიმედ ფასდება.

დაშავებულებს შორის არიან მაშველები და ენერგეტიკოსები. 20 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სრულად განადგურდა ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, 30-მა შენობამ კი ძლიერი დაზიანებები მიიღო, სადაც ცხოვრება შეუძლებელია.

ივან ფედოროვის თქმით, ქალაქს პირველად უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. შემდეგ მტერმა ბალისტიკური რაკეტებით და “შაჰიდებით“ დაარტყა.

იხილეთ ასევე: