ავტორი:

“ლეგენდარული“ ღილაკის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში და რადიკალურად შეცვლილი ინტერიერი - როგორია რეზიდენცია ტრამპების ოჯახის დაბრუნების შემდეგ (ფოტო)

“ლეგენდარული“ ღილაკის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში და რადიკალურად შეცვლილი ინტერიერი - როგორია რეზიდენცია ტრამპების ოჯახის დაბრუნების შემდეგ (ფოტო)

20 იანვარს, ვაშინგტონში 47- ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საზეიმო ინაუგურაცია გაიმართა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ფიცის დადების შემდეგ გამართულ წვეულებას, ე.წ. თავისუფლების ბალს, მსოფლიო ელიტის წარმომადგენლები დაესწრნენ. აშშ-ის პრეზიდენტს საცეკვაო ფეხსაცმლის მორგება მოუწია. თვალისმომჭრელი იყო პირველი ლედი მელანია, რომელიც შავ-თეთრ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი. ასევე ბრწყინავდა "ოდრის კაბაში" გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და ჯახის სხვა წევრები.

  • მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ტრამპების “პრინცესად“ წოდებულმა, კაი მედისონ ტრამპმა.

მას შემდეგ, რაც ბაბუას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში დაეხმარა და სიტყვით გამოვიდა, კაი ტრამპი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ნამდვილად ვარსკვლავურად წარსდგა სტუმრებთანაც. რომლებსაც ინაუგურაციის დასრულების შემდეგ უმასპინძლეს.

დონალდ ტრამპის 17 წლის შვილიშვილი გამომწერებს ამჯერად თეთრი სახლის აქამდე უცნობ ადგილებს ათვალიერებინებს. როგორც მედია წერს, ოჯახმა რეზიდენცია უკვე განაახლა. ყველაზე მეტად შეიცვალა მთავარი კაბინეტი - სადაც დონალდ ტრამპს საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

განახლებული მთავარი კაბინეტის ფოტოებს აქვეყნებს nypost.

  • პრეზიდენტმა ტრამპმა ოვალური კაბინეტი საოჯახო ფოტოებითა და სხვა პირადი ნივთების კოლაჟით დაამშვენა. განახლებული ოვალური ოფისის დამატებითი ფუნქციები მოიცავს Diet Coke -ის ღილაკის დაბრუნებას სამუშაო მაგიდაზე.

აღსანიშნავია, რომ “დიეტური Coke“-ის “გამოსაძახებელი“ სპეციალური ღილაკი დონალდ ტრამპის თავის სამუშაო მაგიდაზე პრეზიდენტობის პირველ ვადაზე ჰქონდა დაინსტალირებული. მაშინ, ეს თავისებურება, ტრამპის ერთგვარ ნიშად იქცა. როგორც პრეზიდენტი აცხადებდა, აღნიშნული სასმელი მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი იყო.

თუმცა, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ღილაკი გააუქმა.

Diet Coke -ის ღილაკი მაგიდაზე.

ოთახის ხედი ტრამპის სამუშაო მაგიდიდან

დააბრუნეს ნეიტრალური ფერის ხალიჩა, რომელიც ტრამპის კაბინეტს პირველი ვადის განმავლობაში ამშვენებდა.

ოჯახური ფოტოების კოლაჟი

აბრაამ ლინკოლნის პორტრეტი და ბიუსტი

ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი ბუხრის თავზე

ასე გამოიყურებოდა ოვალური კაბინეტი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს

იხილეთ ასევე: