"ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს, - ამის შესახებ "ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა "ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.
დოიაშვილმა აღნიშნა, რომ დღემდე ეცადნენ "დიალოგი გამოენახათ" პროკურატურასთან, თუმცა "პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია".
"ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, შევაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არ ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი.
რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები აუცილებლად შემოგვიერთდება. აუცილებლად ერთად ვიქნებით.
ახლავე ვიწყებთ დაანონსებას, ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს. სდიეთ", - თქვა მან.
თეატრის წინ მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიმდინარეობს აქცია პერფორმანსი. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
"ახალი თეატრთან“, სადაც მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობდა დასრულდა.
მოქალაქეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
იხილეთ ასევე: