ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და მისი ქმარი, დაგ ემჰოფი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ პაპარაცებმა ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შენიშნეს.
მედიაში გავრცელებული ფოტოები ლოს ანჯელესშია გადაღებული.
ყოფილ ვიცე პრეზიდენტს სპორტულად და კომფორტულად ეცვა - ის ჯინსებში იყო გამოწყობილი და კეპი ეფარა.
აღსანიშნავია, რომ ყვითელი პრესა ბოლო კვირებია წერს, რომ კამალასა და და დაგის ურთიერთობაში რთული პერიოდია და განქორწინების გზას ადგანან, თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა. წყვილს 10-წლიანი ქორწინება აკავშირებს.