ავტორი:

ბიჭმა, რომელმაც საუთპორტში 3 გოგონა მოკლა, დანაშაული აღიარა - მას 52-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბიჭმა, რომელმაც საუთპორტში 3 გოგონა მოკლა, დანაშაული აღიარა - მას 52-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აქსელ რუდაკუბანამ საუთპორტში, სამი პატარა გოგონას მკვლელობა აღიარა. რუდაკუბანას მინიმუმ 52-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • მოსამართლის თქმით, 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ, "არასდროს გათავისუფლდება და მთელი ცხოვრება პატიმრობაში იქნება".

მან საუთპორტში 9 წლის ელის და სილვა აგუიარი, 6 წლის ბებე კინგი და 7 წლის ელსი დოტ სტენკომბი სასიკვდილოდ დაჭრა.

ბრალდებულმა 3 მკვლელობა და მკვლელობის 10 მცდელობა აღიარა, ისევე აღიარა ტერორიზმთან კავშირი და ბიოლოგიური ტოქსინის, რიცინის წარმოება.

გაირკვა, რომ საუთპორტის თავდასხმამდე ორი წლით ადრე, აქსელის გამო ექვს თვეში 4-ჯერ გამოიძახეს პოლიცია და დახმარება ითხოვეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, აქსელი ავტობუსში დანას ატარებდა, მაგრამ ოფიცრებმა ის არ დააკავეს, არამედ, სახლში წაიყვანეს და დედას უთხრეს, რომ დანები მიუწვდომელ ადგილას შეენახა.

  • სამთავრობო წყაროებმა BBC-ს აცნობეს, რომ ძალადობისადმი მისი ზოგადი ობსესიის გამო, რუდაკუბანა მთავრობის კონტრტერორისტულ პროგრამა Prevent-ში რამდენჯერმე იყო გადამისამართებული.

ქუჩის კუთხე, სადაც თავდასხმა მოხდა, ყვავილების ზღვად იქცა - პატივის მისაგებად იქ ადამიანები მთელი ქვეყნიდან ჩადიოდნენ. მათ შორის იყო მეფე ჩარლზიც.

რუდაკუბანა კარდიფში, რუანდელი მშობლების ოჯახში, 2006 წელს დაიბადა, 2013 წელს კი საუთპორტთან ახლოს, ბანკსში გადავიდა.

2019 წლის ოქტომბერში კი, როდესაც 13 წლის იყო, სკოლიდან გარიცხეს, რადგან მისი ქცევები ძალადობრივი ხასიათის იყო.

წყარო