ავტორი:

"ლევანს 12 დღე ვეძებდით... ვაშლიჯვარში იპოვეს მისი გვამი, თუმცა იქ არ მუშაობდა" - რას ჰყვება სასტიკად მოკლული ბიჭის დედა

"ლევანს 12 დღე ვეძებდით... ვაშლიჯვარში იპოვეს მისი გვამი, თუმცა იქ არ მუშაობდა" - რას ჰყვება სასტიკად მოკლული ბიჭის დედა

თბილისში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად მოკლეს. ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.

შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

  • ჯანგულაშვილი კახეთიდან, სოფელ ნუკრიანიდან იყო. ჩვენი ინფორმაციით, ბიჭი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო. AMBEBI.GE მოკლული ლევან ჯანგულაშვილის დედას, თეო კრაწაშვილს ესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ლევანს 12 დღის განმავლობაში ეძებდნენ:

"არაფერი ვიცი, რა მოხდა, გამოძიება მიდის... 12 იანვრის შემდეგ ვეძებდით ბავშვს. არც მკვლელი ვიცი, არც მკვლელობის მოტივი. ლევანი მშენებლობაზე არ მუშაობდა, უბრალოდ, მისი გვამი იპოვეს იქ (ვაშლიჯვარში)".

წაიკითხეთ ასევე: