2024 წელს საქართველოში 16.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. ამავე პერიოდში იმპორტული პროდუქციის უდიდესი ნაწილი თურქეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა. რუსეთის წილი მთლიან იმპორტში 11%-ს აღწევდა. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 1.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა.
"ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან იმპორტის უდიდეს ნაწილს შემდეგი 10 კომპანია ახორციელებს: შპს SPG თრეიდინგი, შპს "ბლექ სი პეტროლიუმ“, შპს "კადევე საქართველო“, შპს "ლუკოილ-ჯორჯია“,სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს "პიემ მეტალ“, შპს "რეპსოლი“,შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია“ ("გალფი“), შპს "ჯორჯიან ეარვეისი“ და შპს "ჯორჯიან მანგანეზი“.
ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც 2024 წელს რუსეთიდან ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა: შპს SPG თრეიდინგი - საჯარო რეესტრში 2013 წელს დარეგისტრირდა, კომპანიის დირექტორი პაატა ვადაჭკორიაა. კომპანიის წილებს ვირჯინიის კუნძულებზე არსებული შპს "ნორთჰემპტონ ოვერსი“ ფლობს;
შპს "ბლექ სი პეტროლიუმ“ - კომპანია რეესტრში 2022 წელს დაფუძნდა. წილებს სრულად შპს "მკ კაპიტალი“ ფლობს, რომლის წილების 70%-ს მაკა ასათიანი, 30%-ს კი შპს "თრეიდ სთოუნ იბერია“ ფლობს; გააგრძელეთ კითხვა