ავტორი:

ბათუმში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება

ბათუმში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის უბანში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, იგი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.