ავტორი:

სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა ვაშლიჯვარში ტრაგედიის ღამეს - " გოგოს თემა გამოირიცხა...  ეს დღეები მკვლელი ჩვეულებრივ დადიოდა უბანში"

სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა ვაშლიჯვარში ტრაგედიის ღამეს - " გოგოს თემა გამოირიცხა...  ეს დღეები მკვლელი ჩვეულებრივ დადიოდა უბანში"

სადისტურად მოკლული 26 წლის ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, ბიძის სახლში გადაასვენეს. ამ დრომდე ოჯახს არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ გაიმეტა სადისტურად მოსაკლავად ლევანი, მისმა უახლოესმა მეგობარმა. ეს უმძიმესი დანაშაული თბილისში, ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე 12 იანვარს მოხდა. მომხდარზე შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან ჯანგულაშვილს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ახლობლები ყველგან ეძებდნენ ლევანს, მეორე დღიდან ბუნებრივია საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთნენ და მისი ცხედარი 22 იანვარს ძალოვნებმა იპოვეს.

"ლევანი საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე კარგი ადამიანი, ვისაც შეიძლება შეხვდე ცხოვრებაში. ის ძალიან უყვარდა მეგობრებს, ახლობლებს. არ იყო კონფლიქტური ბიჭი. თბილისში, ვაშლიჯვარში დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დედაზე დამოკიდებული ბიჭი იყო, ძალიან კარგი დედაშვილობა ჰქონდათ, კარგი მეგობრები იყვნენ და რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, დედას ეტყოდა. ყოველთვის დედასთან კონტაქტზე იყო, 12 რიცხვში საღამოს რომ არ გამოჩნდა და დედას არ დაურეკა, მას მერე დავიწყეთ მისი ძებნა. სხვადასხვა ჯგუფებში დავწერეთ, რომ ვეძებდით ლევანს და ფოტო გამოვაქვეყნეთ. ვიცოდით, რომ ბოლოს თავის უბანში იყო. დედა ელაპარაკა ტელეფონზე და უთხრა სახლთან ვარო და რომ მალე ავიდოდა სახლში, ამის შემდეგ ვერ ვპოულობდით. ჯერ ნათესავებთან, მეგობრებთან მოვიკითხეთ, მეორე დღეს პოლიცია ჩაერთეთ და მას შემდეგ ვეძებდით ყველანი.

- როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული მისი უახლოესი მეგობარია, მასთან გქონდათ კომუნიკაცია?

- გიდასტურებთ, რომ დაკავებული არის ლევანის უახლოესი მეგობარი, მისი ვინაობა ვიცი, მაგრამ ვერ დაგისახელებთ. ამ ბიჭთანაც გვქონდა კომუნიკაცია ეს დღეები, მაგრამ ყოველთვის თავს არიდებდა. ამ ამბის შემდეგ ის ჩვენთან არ საუბრობდა. მან თქვა რომ არაფერი არ იცოდა, რომ არ უნახავს. გავრცელდა ინფორმაცია, თითოს მან თქვა, რომ ნახა ვიღაცასთან ერთად ლევანი და შეეცადა კვალის არევას, ეს ასე არ იყო. ჩვენთან კომუნიკაციას თავს არიდებდა. მხოლოდ ის თქვა, რომ არ უნახავს ლევანი და მორჩა. ჩვენ იმ ტერიტორიიდან დავიწყეთ ძებნა, გოძიაშვილის ქუჩიდან, ჩვენივე ძალებითაც ვეძებდით და ცალკე ეძებდა პოლიციაც...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: