აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.
წაიკითხეთ ასევე: