"პარი სენ-ჟერმენში" ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. პსჟ-მა შინ "რეიმსს" უმასპინძლა
ხვიჩას სადებიუტო მატჩი შედეგიანი აღმოჩნდა - ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ 47-ე წუთზე საგოლე გადაცემა უსმან დემბელეს მისცა, რომელმაც გოლი გაიტანა. 56-ე წუთზე კეიტო ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პსჟ აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა.
"ეს დებიუტისთვის რთული დაპირისპირება იყო. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, ფლანგზე დიდი კრეატივი შეგვძინა. თუმცა, ჩვენს ყველა შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება. ხვიჩამ თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთომქმედება დაიწყო, სტადიონი გაიცნო. ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც იმედია, ძალიან კარგი იქნება. მე კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ლუის ენრიკემ "ფიგაროს"
ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ მის ნაცვლად თამაშში მარკო ასენსიო ჩაერთო. ხვიჩას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შემდეგნაირად შეაფასეს: Flashscore 7.3, Whoscored 6.9, Sofascore 6.9.
X-ის პლატფორმაზე აქტიურობენ პარიზული კლუბის გულშემატკივრები. მათი უმეტესობა კმაყოფილია ხვიჩას თამაშით და წერენ:
"რა მოთამაშეა, ბედნიერი ვარ მისი აქ გადმოსვლით",
"კვარაცხელია პარიზშიც ბრწყინავს"
"უდიდესი ტალანტია",
"კვარაცხელიას თამაში, ეს მასტერკლასი იყო", - წერენ კომენტარებში.

Masterclass do Kvaratskhelia na estréia pelo PSG.

Obs: o grande sofascore tirou a conclusão que essa partidaça foi digna de nota 6.9, PATÉTICO!!!!pic.twitter.com/M9yBsHpjCB
— ℕ𝕆𝕊𝕋𝔸𝕃𝔾𝕀𝔸 ℂℝ𝟟𓃵 😂😂😂😂🐐 (@GoatWordCR7) January 26, 2025