ავტორი:

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას" - "მთის ამბების" ინფორმაციით, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას" - "მთის ამბების" ინფორმაციით, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

"მთის ამბების" ინფორმაციით, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. "მთის ამბებმა" გოდოლაძესთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება "უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო".

  • "ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ“, - აცხადებს თეა გოდოლაძე.

"მთის ამბების" ცნობით, ქვეყნის დატოვებას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, "ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ.

"ბრალი წაყენებული მაქვს 2023 წლის ზაფხულში, შოვის ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე. შოვის ტრაგედიამ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. ბრალის წაყენება მოხდა 2023 წლის 5 ივლისს.ჩატარდა მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი და მას შემდეგ პროცესი არ ჩატარებული“, - ამბობს გოდოლაძე.

დეტალებისთვის ნახეთ "მთის ამბების" ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან: