დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.
გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ინტერვიუ “მთავარი არხის“ გადაცემა “Post Factum“ -ს მისცა.
“გამთენიისას მივდივარ... ჩემი ქვეყანა მენანება, არ შემიძლია ამ ქვეყნის გარეშე... მე მგონია, რომ ჯობია რომ ვიყო თავისუფლებაზე და ჩემი საქმე ვაკეთო აშშ-ში, ასე გამოვადგე ჩემს ქვეყანას, ვიდრე აქ პუტინის ციხეში ვიჯდე. ჩემს გამო პრობლემები არც ილიას [ილიაუნი] შეექმნას, არც ჩემს ოჯახს... ჯობია, რომ არ ვიყო აქ.
როგორც გოდოლაძე ამბობს, “ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოროტ, მატყუარა ადამიანს ეძახის. პარლამენტის თავმჯდომარე - ვიღაც გეოლოგს, რომელიც პანიკას ტეხს და არა სანდროა... ხოლო მამუკა მდინარაძე ამერიკის აგენტს უწოდებს. ამ ფონზე, შესაძლოა ციხეში არ ჩასვან.“
“დავრეკე 112-ში დააკავეს. შევიდა მასთან ადვოკატი და გამოვიდა ჩვენებით, რომ თურმე მე მის შვილზე ერთი წლის წინ ვიძალადე. ანუ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ჩვენება, გაჯერებული ტყუილებით. მე წამიყენეს ბრალი მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე,“ - გაიხსენა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ სფეროში არსებულ დარღვევებს ღიად აკრიტიკებდა, ბევრი პიროვნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
“მარტივია, უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... და დაიწყო პირადი საკითხებით.
ამ გადასახედიდან, რაც ახლა ხდება, უფრო ნათელი გახდა სურათი, რაც ხდებოდა მანამდე. ჩემი აქტივობებიდან გამომდინარე, იმ პროექტებიდან გამომდინარე, რასაც ვახორციელებდი ქვეყანაში, ბევრი პრობლემა შევქმენი. ბევრისთვის შევქმენი პრობლემა... მე არ ვიცი როდის ჩამოვალ, ჯობია რომ წავიდე, ფიზიკური გადარჩენისთვისაც.
ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა, რომლებიც ჩააგდეს. ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად შემოვდიოდით გეოთერმული ენერგიების წარმოებაზე საქართველოში.
აუცილებლად დავბრუნდები და ბევრ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებ,“ - განაცხადა თეა გოდოლაძე.
როგორც გოდოლაძე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განრიდებოდა სიტუაციას. ამასთან, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და არც საქმიანობა მიუტოვებია.
იხილეთ ასევე: