ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი" – კონკურსის მეორე ტურში  მკითხველის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

"გახდი ბესტსელერის ავტორი" – კონკურსის მეორე ტურში  მკითხველის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

შეგახსენებთ, რომ მიმდონარეობს გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის – „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეორე ტური. 20 იანვრიდან 10 თებერვლამდე, მკითხველებს აქვთ შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ თავიანთ რჩეულ ავტორებს და თავადაც გახდნენ გამარჯვებულების არჩევის პროცესის ნაწილი.

მკითხველის ჩართულობა გადამწყვეტია!

თუ კონკურსის პირველ ტურში ნაწარმოებებს ჟიური აფასებდა და ნახევარფინალისტების სიას ადგენდა, ახლა უკვე მკითხველებიც იღებენ მონაწილეობას ფინალისტების შერჩევაში. კონკურსი ორიენტირებულია ქართული თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციასა და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაზე, სწორედ ამიტომ, მკითხველთა ხმას შეუძლია განსაზღვროს, რომელი ავტორის წიგნებს გამოსცემს კონკურსის დასრულების შემდეგ გამომცემლობა.

ამ ეტაპზე, ხმების რაოდენობით ხუთი ავტორი ლიდერობს:

მკითხველთა აქტიური მონაწილეობა არა მხოლოდ ავტორებს აძლევს გამარჯვების შანსს, არამედ ხელს უწყობს ქართული თანამედროვე ლიტერატურის განვითარებას. სწორედ ასეთი ინიციატივები ქმნის ნიადაგს ახალი, პერსპექტიული ავტორებისთვის და აძლიერებს მკითხველსა და ლიტერატურას შორის კავშირს.

თუ გსურთ, რომ თქვენი საყვარელი ავტორი ბესტსელერად იქცეს – დაუჭირეთ მხარი და გახდით ქართული თანამედროვე ლიტერატურის განვითარების მონაწილე!

შეგახსენებთ ხმის მიცემის წესს:ხმის მიცემის პროცედურა ძალიან მარტივი და სრულიად უფასო. ამისთვის საჭიროა:

  1. ეწვიოთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ვებგვერდს https://palitral.ge/konkursi.
  2. აირჩიოთ სასურველი ავტორი.
  3. შესაბამის ველში შეიყვანოთ თქვენი ტელეფონის ნომერი.
  4. დააჭიროთ ღილაკს „SMS კოდის მიღება“.
  5. მიღებული კოდი შეიყვანოთ ველში და დაადასტუროთ ხმა.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ტელეფონის ნომრიდან ერთი კონკრეტული ნაწარმოებისათვის ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, თუმცა შესაძლებელია ხმა მისცეთ ერთზე მეტ ავტორს. ხმები ჩაითვლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მობილური ოპერატორების ნომრებიდან.

მკაცრი კონტროლი და გამჭვირვალობა

კონკურსის წესები უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს – ნებისმიერი ხმის გაყალბების მცდელობის შემთხვევაში, შესაბამისი კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

R