ავტორი:

შეუჩერდება თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება?  - დასკვნა 24 საათში გახდება ცნობილი

შეუჩერდება თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება?  - დასკვნა 24 საათში გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია.

აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმსჯელებს. მათ მოსაზრება 24-საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა.

ცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.

საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გახადა. საკითხს 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი.

ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა.

"საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი - მხოლოდ "ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, - განაცხადა ბორიანა ობერგმა.

იხილეთ ასევე: