მატილდა გვარლიანის სამოდელო კარიერა წარმატებით გრძელდება. მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე უკვე არაერთი ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.
მატილდამ 26 იანვარს Sacai-ს 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.
მანამდე ქართველი ტოპ მოდელი Ami Paris-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზეც ვნახეთ.
მატილდა გვარლიანი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. ის ბოლო წლებში მსოფლიოს ყველა მთავარ მოდის კვირეულზე აქტიურად გამოდის და არაერთი ცნობილი ბრენდის არჩევანია. მატილდა არის პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.
წაიკითხეთ ასევე: