ავტორი:

"მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს - რას აცხადებენ კომპანიაში?

"მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს - რას აცხადებენ კომპანიაში?

„მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ინტერნეტი ან საერთოდ არ მიეწოდებათ, ან დიდი შეფერხებით ახერხებენ დაკავშირებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს” კომპანია „მაგთში” განუცხადეს, ამ ეტაპზე მათთვის ისაა ცნობილი, რომ დაზიანება გლობალურია და აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.