"27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ კომპანია "მაგთიკომი" განცხადებას ავრცელებს და განმარტავს თუ რამ გამოიწვია ინტერნეტქსელის შეფერხებით მუშაობა.
"27 იანვარს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან.
27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.
მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.