ზუგდიდში "ქებული კლიმატის" ახალი ფილიალი გაიხსნა

ზუგდიდში "ქებული კლიმატის" ახალი ფილიალი გაიხსნა

გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი კომპანია „ქებული კლიმატი“, განაგრძობს თავისი ქსელის განვითარებას. ამჯერად, კომპანიამ ზუგდიდში ახალი, უფრო მასშტაბური ფილიალი გახსნა, რომელიც ც. დადიანის №14-ში მდებარეობს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანსა და მოსახერხებელ სერვისს სთავაზობს.

სპეციალური შეთავაზებები გახსნასთან დაკავშირებით!

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ზუგდიდში მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდება: 31 იანვრის ჩათვლით, პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტზე 40%-მდე ფასდაკლება გავრცელდება, ხოლო საჩუქრად კი - გათვალისწინებულია სპეციალური 200-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერები კონდიციონერებზე, რომლითაც მომხმარებლების შენაძენის შემთხვევაში დასაჩუქრდებიან და გამოყენებას ერთი წლის განმავლობაში, სასურველ დროს შეძლებენ.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიის პირველი ფილიალი ქ.ზუგდიდში ჯერ კიდევ 2013 წლიდან ფუნქციონირებდა, თუმცა ლოკაციის შეცვლა და ახალ სივრცეში გაფართოება მომხმარებელთათვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად განხორციელდა.

საინტერესოა, რომ „ქებული კლიმატის“ კავშირი ზუგდიდთან მხოლოდ ბიზნეს საქმიანობით არ შემოიფარგლება - კომპანია ადგილობრივი რაგბის კლუბის „ზუგდიდი“ აქტიური მხარდამჭერი და სპონსორია, რითაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ახალი ფილიალის გახსნის სიმბოლურ ღონისძიებას კლუბის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.

„ქებული კლიმატი“ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია 2005 წელს დაარსდა და სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. მის წარმატებულ პოზიციონირებას ნათლად ხსნის ევროპული და გლობალური ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და უმაღლესი სტანდარტის მომსახურება, რაც კომპანიის თითოეულ ფილიალში ხვდება მომხმარებელს.

დღეისათვის, „ქებული კლიმატი“ უკვე საქართველოს 10 ქალაქშია წარმოდგენილი, ჯამში 11 მაღაზიით, რაც მომხმარებელთა ნდობის პირდაპირი მტკიცებულებაა.

„ჩვენი მისიაა, კვალიფიციური ცოდნის, პროფესიული გამოცდილების, კეთილსინდისიერი სერვისის მეშვეობით ვიზრუნოთ, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქცია მომხმარებელს მრავალი წლის განმავლობაში უქმნიდეს კომფორტულ გარემოს“, - აცხადებენ „ქებული კლიმატის“ წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ ზუგდიდის ახალი ფილიალი, კომპანიის კიდევ ერთი ნაბიჯია რეგიონში მაღალი ხარისხის საინჟინრო სისტემებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

R